Header Ads

როგორ გამოიყურება ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის ერთი წლის ქალიშვილი (ვიდეორგოლი)

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, ქალიშვილთან, 1 წლის ლეისთან ერთად, დასასვენებელი პარკების, ხშირი სტუმრები არიან.

ამჟამად ვარსკვლავური წყვილი, პაპარაცებმა, ლოს-ანჟელესის ქუჩებში დააფიქსირეს -  ბავშვის ეტლს, ამ ეტაპზე, მამა მართავდა.


კუპერი, ნეიტრალური ფერის სამოსში იყო გამოწყობილი, ხოლო, ირინა, "Mickey Mouse"-ის გამოსახულების, სპორტულ ფორმაში.  


ბოლო ხანებია, ირინა და ბრედლი, ხშირად ხვდებიან, ფოტოგრაფების ობიექტივში: როგორც ჩანს, მსახიობი ცდილობს, შესვენების დროს, მთელი დრო, ოჯახს დაუთმოს.


შეგახსენეთ, რომ ბრედლი და ირინა, 2015 წლიდან ერთად არიან. ინფორმაცია, ფეხმძიმობის შესახებ, პირველად "Victoria’s Secret"-ის შოუს ჩვენებაზე გახდა ცნობილი, როცა მოდელი შოუზე, ოქროსფერ კაბაში პოზირებდა, რომელიც მის პატარა მუცელს ვერ ფარავდა. 2017 წლის მარტში, მოდელმა, გოგონა გააჩინა.


წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.