Header Ads

5 იდეა - როგორ გავამრავალფეროვნოთ წყვილის ურთიერთობა


თუ ქორწინებაში იმყოფებით ან პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ, შესაძლოა, სულაც ხანგრძლივად ხვდებოდეთ ერთსა და იმავე მამაკაცს, აუცილებლად გჭირდებათ იდეები, რათა გაამრავალფეროვნოთ თქვენი ურთიერთობა, სექსუალური ცხოვრება, შესძინოთ მას მღელვარება და შეიტანოთ მასში სიახლე.


ყველაზე კარგი იდეაა, დაიწყოთ სექსუალური ღამით. მოაწყოთ ოთახი, გამოიჩინოთ შემოქმედებითობა და მისცეთ ვნებებს საშუალება ამოხეთქონ. თუ თქვენ ყოველ საღამოს სახლში ატარებთ, ტრადიციულად სადილობთ, შემდეგ კი ტელევიზორის ეკრანებს უსხედხართ, ურთიერთობაც რუტინული და დამღლელი ხდება.


TREND. გთავაზობთ რამდენიმე იდეას ამაღელვებელი ღამისთვის, მიჰყევით ჩვენს რჩევებს:


1. უბრალოდ იცეკვეთ











ფოტო: pinterest.com






წყვილის ღამეს დიდ მღელვარებას სძენს ცეკვა. შეგიძლია ეცეკვოთ პარტნიორს, რაც ორივეში დიდ ემოციას გამოიწვევს ან უბრალოდ სექსუალურად უცეკვოთ მას. ჩართეთ კარგი მუსიკა, მოიმარჯვეთ წითელი ღვინო და შეუდექით საქმეს!


2. სასიყვარულო წერილები











ფოტო: პინტერესტ.ცომ






სკოლის ასაკის შემდეგ, ალბათ, ამის შესახებ არაფერი გსვენიათ. თუმცა, დამეთანხმებით მღელვარებისა და ახალი ემოციური სტარტისთვის, სასიყვარულო წერილები დიდ როლს თამაშობს. დაუწერეთ პარტნიორს წერილი და დაუდეთ ბალიშის ქვეშ.


3. სავსე მთვარის სიგიჟე











ფოტო: pinterest.com






სექსუალური ღამის მოწყობა სავსე მთავრის პერიოდში ყველაზე გონივრულია, რადგან ამ პერიოდში ადამიანებს ვნებები უორმაგდებათ. გარდა ამისა, მთავრის შუქზე სექსი, ყველაზე რომანტიკული გამოცდილებაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს!


4. გადააკეთე საუკეთესო გამოცდილებები











ფოტო: pinterest.com






გახსენდებათ თქვენ საუკეთესო ღამის პაემანი პარტნიორთან? გამოიყენეთ უკვე კარგად ცნობილი იდეა და შეიტანეთ მასში სიახლეები, ერთი სიტყვით გადააკეთეთ ეს იდეა და ისიამოვნეთ!


5. იყავი სპონტანური











ფოტო: pinterest.com






ხანდახან, მაშინ, როცა არაფერს გეგმავთ, საუკეთესო სექსუალურ გამოცდილებას იძენთ. ამიტომ, თუ დაგეგმვის წინააღმდეგი ხართ, იყავით სპონტანური. დააკვირდით საით მიდის თქვენი გრძნობები და ემოციები და აჰყევით მათ ხმებს!

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.