Header Ads

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული


ეს დღესასწაული ეძღვნება სიყვარულსა და რომანტიკულ ურთიერთობებს. თუ პარტნიორი გყავს, ამ დღეს შეგიძლია მას აგრძნობინო, რომ იგი განსაკუთრებულია. TREND. გთავაზობთ ლამაზი და სექსუალური თეთრეულების სიას, რომელებიც აუცილებლად დაიმსახურებს მის კომპლიმენტებს და ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩება.


1. პენუარი











ფოტო: allwomanstalk.com






სექსუალურობა ყველასთვის განსხვავებულია. ვერავინ გეტყვის, როგორ სამოსში უნდა იგრძნო თავი მიმზიდველად. ამიტომ, იგრძენი თავი სექსუალურად, თავდაჯერებულად და კომფორტულად პენუარში, აარჩიე შენი საყვარელი ფერი და მოხიბლე შენი პარტნიორი!


2. ფორმიანი ბიუსჰალტერი












თუ ვალენტინობის დღეს არა, მაშინ როდისღა უნდა ჩაიცვა მსგავსი ბიუსჰალტერი?! შეგიძლია შენს მამაკაცს სიურპრიზიც მოუწყო და კაბის ქვეშ, დაფარულად ჩაიცვა ულამაზესი ბიუსჰალტერი. შემდეგ კი გააოცო იგი!


3. კორსეტი











ფოტო: allwomanstalk.com






კორსეტი გაცილებით ფორმიანს და სექსუალურს აჩენს ნებისმიერ სხეულს, ხოლო თუ მუცელი შენთვის პრობლემას წარმოადგენს, კორსეტი დაგეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში!


4. აბრეშუმის პიჟამა












არ იფიქრო, რომ აბრეშუმის პიჟამა ნაკლებად სექსუალურია, ვიდრე მაქმანიანი თეთრეული. თუკი გირჩევნია დამალო შენი სხეული და ამავდროულად სექსუალურად გამოიყურებოდე აბრეშუმის პიჟამა საუკეთესო გადაწყვეტილებაა!


5. სექსუალური ბოდე











ფოტო: allwomanstalk.com






მსგავს ბოდეში შეიძლება თავი ”გრეის ორმოცდაათი ელფერის” პერსონაჟადაც კი შეგიძლია წარმოიდგინო! მოირგე მაქმანის ბოდე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და მომხიბვლელს გაგხდის.


6. თეთრეული












ლამაზი ბიუსჰალტერი თავს განსხვავებულ ქალად გაგრძნობინებს! ამიტომ, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან და განსაკუთრებულ დღეს მიეცი თავს უფლება, იყო ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში.


7. ვიწრო, გამჭირვალე გეტრი











ფოტო: allwomanstalk.com






ნებისმიერ ჩაცმულობას მსგავსი გეტრი სიტყვებშეუფერებელ სექსუალურობას მატებს, მინი ქვედაბოლოზე გამჭირვალე გრძელი გეტრებით შენ ნამდვილი სექს სიმობოლო იქნები!


8. ატლასის ხალათი












ჩაიცვი სექსუალური თეთრეული ატლასის ხალათის შიგნით და გახადე ეს დღე, როგორც შენთვის, ასევე შენი პარტნიორისთვის დაუვიწყარი!

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.