გორში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

გორში მიმდინარე აქციაზე, რომელზეც 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებით უკმაყოფილო პირები შეიკრიბნენ, საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ითხოვდნენ, ხელისუფლებამ გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებას მოჰყვა. რაზმაძის განცხადებით კი, აქცია პოლიტიკურად მართულია და აქციაზე არაერთი პირია „ნაციონალური მოძრაობიდან.“
გორის ცენტრში, ადამინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძეც შეუერთდნენ.
„მე და ზაზა სარალიძე გორში ჩამოვედით იმისათვის, რომ ორივე შევუერთდეთ ამ აქციას და ამ ხალხს გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგი ვართ. ჩვენს ძალებს აუცილებლად გავაერთიანებთ არამარტო გორში, არამედ ყველგან. მე იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ფეხზე დადგება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.
„ჩვენი სიამაყეები უკვე მიწაში ლპებიან. ვიდრე დამნაშავეები არ დალპებიან, მანამ აქ ვიდგებით. არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით. ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად ვითხოვთ. კანონს თავად არღვევენ და კიდევ უფრო დაარვევენ თუ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება“,- განაცხადა სარალიძემ.
შსს დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობის აქციას გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები სოფელ ხელთუბანში 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობას აპროტესტებენ.
დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
გორში მიმდინარე აქციაზე, რომელზეც 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებით უკმაყოფილო პირები შეიკრიბნენ, საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ითხოვდნენ, ხელისუფლებამ გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებას მოჰყვა. რაზმაძის განცხადებით კი, აქცია პოლიტიკურად მართულია და აქციაზე არაერთი პირია „ნაციონალური მოძრაობიდან.“
გორის ცენტრში, ადამინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძეც შეუერთდნენ.
„მე და ზაზა სარალიძე გორში ჩამოვედით იმისათვის, რომ ორივე შევუერთდეთ ამ აქციას და ამ ხალხს გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგი ვართ. ჩვენს ძალებს აუცილებლად გავაერთიანებთ არამარტო გორში, არამედ ყველგან. მე იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ფეხზე დადგება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.
„ჩვენი სიამაყეები უკვე მიწაში ლპებიან. ვიდრე დამნაშავეები არ დალპებიან, მანამ აქ ვიდგებით. არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით. ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად ვითხოვთ. კანონს თავად არღვევენ და კიდევ უფრო დაარვევენ თუ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება“,- განაცხადა სარალიძემ.
შსს დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობის აქციას გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები სოფელ ხელთუბანში 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობას აპროტესტებენ.
დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.წყარო
