Header Ads

ხომ შეიძლება იმ 15 წლის გაუპატიურებულ გოგოს ეკლესია დაუდგეს გვერდში,იმ გოგოს გული ახლა ზღვას ებრძვის

გოგონა

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული  ნათანიელ ერიაშვილი  Facebook-ის  პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ხომ შეიძლება იმ უბედურ, თხუთმეტი წლის გოგოს, რომელიც გააუპატიურეს და ახლა ბავშის სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, ეკლესია დაუდგეს გვერდში და სოლიდარობა გამოუცხადოს? დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა თანადგომა ეკლესიის უმთავრესი მოვალეობაა. სწორედ ჩაგრულთა ნუგეში და გამხნევება უნდა იყოს მათი საზრუნავი, რასაც ისინი უდიდესი სიხარულითა და მადლიერებით უნდა აღასრულებდნენ, როგორც უზენაეს სათნოებას.

იმ გოგოს გული ახლა ზღვას ებრძვის. რამდენ ადამიანს გაუთბობდა სულს ასეთი მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან, რამდენ ადამიანს მოიმდალიერებდნენ კვლავ და გაახარებდნენ, მაგრამ ფუფუნებაში ჩამხრჩვალთ, არათუ ქრისტიანობა, არამედ ადამიანობა აქვთ უკვე დაკარგული. მათ აღარ ძალუძთ სხვათა დახმარება, რადგან თავად საჭიროებენ შველას, ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.