პატარკაციშვილის ოჯახმა სალომე ზურაბიშვილს 180 000 ლარი შესწირა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნოდ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 180 000 ლარი შესწირა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ახალი ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილის სასარგებლოდ შემოწირულება ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა განახორციელეს. როგორც ნათელა პატარკაციშვილს, ისე მზია თოთლაძესა და ნანა პატარკაციშვილს ზურაბიშვილისთვის ცალ-ცალკე, 60-60 ათასი ლარი აქვთ შეწირული.