Header Ads

Balenciaga-ს პლაგიატის გამო უჩივიან

ამერიკულმა კომპანია Car-Freshner-მა სასამართლოს, მოდის სახლ Balenciaga-ს წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. ამის შესახე TMZ წერს.

კომპანიამ ყურადღება მიაქცია ბრელოკებს, რომელიც მისი პროდუქციის თითქმის სრული გამეორება იყო. ეს არის ჰაერის გამწმენდები. მოსარჩელე აცხადებს, რომ ამ ე.წ. ნაძვის ხის სავაჭრო ნიშანი მან 1952 წელს დაარეგისტრირა. და მის გამოყენებაზე Balenciaga-ს კომპანიისთვის არასდროს მიუმართავს. შესაბამისად, ის ითხოვს, რომ ყოველი ბრელოკიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მოდის სახლმა მასაც გადაურიცხოს.



Balenciaga-ს, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.