ბიძინა ივანიშვილი გიორგი გაბუანიას, ინგა გრიგოლიას და ირაკლი ჩიხრაძის კითხვებს უპასუხებს
ხვალ 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან „რეაქცია“ ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.