აზერბაიჯანში მოკლეს კაცი, რომელიც ნათესავის ცოლთან ერთად გაიქცა

აზერბაიჯანში ცემით მოკლეს კაცი, რომელიც ნათესავის ცოლთან ერთად გაიქცა. ამის შესახებ Sputnik Азербайджан-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, 19 ოქტომბერს გუბინსკის რაიონში 25 წლის გათხოვილი ქალი დაიკარგა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის თავისი ქმრის ახლო ნათესავთან ერთად გაიქცა.
21 ოქტომბერს ქალის მამამ და ნათესავებმა ისინი იპოვეს და უკან დააბრუნეს. ქალი პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად წავიდა, 26 წლის კაცი კი თავის სოფელში დასასჯელად წაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად ის მიყენებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 3 პირი უკვე დააკავა.
წყარო