Header Ads

აშშ-ში ბრეტ კავანო სპირიტუალური რიტუალისას დაწყევლეს

ბრეტ კავანო

აშშ-ში, ნიუ-იორკში, სპირიტუალური წიგნების მაღაზიაში Catland Books-ში ჩაატარეს რიტუალი, რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ბრეტ კავანო დაწყევლეს. ამის შესახებ BBC წერს. 

რიტუალი ინტერნეტით პირდაპირ ეთერშიც ვრცელდებოდა. მისი ორგანიზატორების თქმით, „ეს წინააღმდეგობის აქტია“.

კათოლიკე მღვდლის და ეგზორცისტის, გარი ტომასის თქმით, მან ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად შელოცვები წაიკითხა. მისი განმარტებით, რიტუალი ეშმაკის გამოვლენას ისახავდა მიზნად. 

ორგანიზატორები რიტუალის შესახებ დეტალებს  არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი მიზანი იმის გამოაშკარავება იყო, თუ ვინაა სინამდვილეში კავანო. მათი თქმით, რიტუალით კავანოსთვის ზიანის მიყენება სურთ. 

კითხვაზე, როდის ამოქმედდება მათი ჯადო, ამბობენ: „რაც შეიძლება მალე, თუმცა ზუსტი დრო უცნობია“.

რიტუალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. იქამდე, ორგანიზატორებმა დაგეგმილი ღონისძიების რეკლამისთვის ცეცხლის ალში გახვეული კავანოს ფოტო გამოიყენეს. რიტუალზე დასასწრები ბილეთი $10 ღირდა. 

ბრეტ კავანოს უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზე წარდგენის შემდეგ სამმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. საუბარია 1980-იან წლებში სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარ ამბებზე. 

კავანო ყველა ბრალდებას უარყოფს. სექტემბერში ის სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე გამოკითხვაზეც წარდგა, რომელმაც დაადგინა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც კავანო ამ კანდიდატურიდან უნდა მოეხსნათ. 4 ოქტომბერს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო.

10 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა დაასახელა. 81 წლის მოსამართლე ენტონი კენედი 31 ივლისს გადადგა

7 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის კანდიდატურას უზენაესი მოსამართლის პოსტზე მხარი დაუჭირა.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის მნიშვნელობაზე ვრცლად ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.