ორთაჭალაში მწვადის შეწვისას დაკვამლიანების გამო მეხანძრეები გამოიძახეს

ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მისულ მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ.
112-ში შესული ზარით უწყებას შეატყობინეს, რომ კორპუსის მერვე სართულიდან დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ დაკვამლიანება შემწვარი მწვადის გამო იყო. ინფორმაცია on.ge-მ გაავრცელა.
წყარო