Header Ads

მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც სიბრმავისგან იცავს

მხედველობა

ნიტრატებით მდიდარი ბოსტნეულის ყოველდღიური მიღება მხედველობის დაკარგვის რისკებს ამცირებს. ასეთ დასკვნამდე ვესტმიდის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს. 

კვლევაში, რომელოც 15 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, 59 წელს გადაცილებული 2000-ზე მეტი ავსტრალიელი მონაწილეობდა. 

როგორც გაირკვა, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 100-დან 142 მილიგრამამდე ნიტრატებს ბოსტნეულიდან, (მაგალითად, ჭარხალს, ისპახსა და მწვანე სალათს), მაკულოდისტროფიის დიაგნოზს 35%-ით იშვიათად უდგენდნენ.

ბადურის მაკულოდისტროფია 60 წელს გადაცილებულ პირებში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. მაკულა თვალის სინათლის შემგრძნები გარსის (ბადურას) ცენტრალური ნაწილია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.