როგორც შეიძლება ვიწვე ტელევიზორის წინ მუდმივად, როცა ვიცი, რომ ჩემი ცოლი, დედა, მამა ემიგრაციაში წელებზე ფეხს იდგამს
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს:
აი მაოცებს უპასუხისმგებლო და მუდმივად სხვის კმაყოფაზე მყოფი ადამიანების არსებობა და მომკალით!
თუ ჩემი ყველა სამსახური გაქრება, აღარც ლექციები მექნება, აღარც იჯარა, აღარც ტურისტული, არც მარკეტინგული შეკვეთები, არც ბლოგი, ა.შ. გავალ და გიდად ვიმუშავებ
ან სადმე საღამოს წავიყვან იაფად
ან ვინმეს სახლს დავალაგებ
ან საიტებზე დავსერჩავ როდის ვინ ტურისტი ჩამოდის და ტაქსი გავხდები
ბავშვებს რომელიმე ენაში მოვამზადებ
არვიცი, მანქანებს გავრრეცხავ, ყველაფერს ვიზამ
თუმცა მთელი ცხოვრება, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გარანტირებულად მქოდეს შემოსავალი, თავს ვაკლავდი სწავლას ბავშობიდან
ლამპის შუქზეც
გაცვეთილ ქსეროქსებზეც თვალები დამთხრია
ენების დიდი ნაწილი სულ ინტერნეტით მაქვს ნასწავლი
არც კარგი სამსახურის ამბიცია მქონია ეგრევე, წვიმაში ფლაიერებიც დამირიგებია, გაყიდვებზეც მიბენია ჯიხურიდან ჯიხურში, ბევრჯერ გამოვუგდივართ კიდეც, მაგრამ არ დავნებებულვარ და შემდეგისთვის შემითავაზებია
ვერ წარმომიდგენია, როგორც შეიძლება ვიწვე პულტით ხელი ტელევიზორის წინ მუდმივად, როცა ვიცი, რომ ჩემი ცოლი, დედა, მამა ემიგრაციაში წელებზე ფეხს იდგამს
ან ვიჯდე სახლში და სხვა ოჯახის წევრებს ვთხოვდე ფულს, რომელიც დილიდან საღამომდე შრომით გამოიმუშავეს
ვიდგე ბირჟაზე და პენსიის დროს ბებიას ვადგებოდე სიგარეტის ფულზე
მილიონი სხვა!
რეავიცი აბა