Header Ads

Fear Group-ის დამფუძნებელი ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას ურჩევს

საქართველოში ინვესტიციები

სხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებს. 

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოში და ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხს ისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“, - წერს ფეარი საქართველოს შესახებ, სადაც ის რამდენიმე დღის წინ იყო ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში ფეარი საქართველოს პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდა.

„საქართველოში ამბობენ, სტუმარი ღვთისააო. დამერწმუნეთ, სწორედ ასე გრძნობს თავს საქართველოში ჩასული სტუმარი. ეს ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა ჩემთვის, რადგან ჩემი შვილი და ბიზნესპარტნიორი ლეონიც თან მახლდა. ჩვენ ყოველთვის ერთად მგზავრობას ვანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ვიზიტისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ორი თავით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გონივრული იქნება“, - აცხადებს სტივენ ფეარი.

ფეარი მოუწოდებს საერთაშორისო ბიზნესმენებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორცილონ საქართველოში, რადგან სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების წყალობით, საქართველოს 2,3 მილიარდიან ბაზარზე აქვს წვდომა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა ერთსაათიანი, პირადი შეხვედრა გვქონოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პრემიერ მინისტრის მიზანია შექმნას და გააძლიეროს სამეწარმეო კულტურაზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი დემოკრატია. ასევე შევხვდით ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას, რომელიც გეგმავს, რომ განავითაროს ღია ბაზრის მქონე, თავისუფალ მეწარმეობაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ახალგაზრდაა დასაქმებული მაღალ პოზიციებზე, თავად პრემიერ მინისტრი ჯერ 40 წლისაც კი არ არის“, - აღნიშნავს ფეარი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.