ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზის საკითხის...

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციას Facebook-ზე ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაპრეზიდენტებისთანავე, ის ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დაიწყებს მუშაობს. ზურაბიშვილი წერს, რომ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია.
'სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი ! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთნ ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად. ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფნქციაში მოსვლის თანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან', - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ატოცის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.
დღეს სახელმწიფო მინისტრი სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც ოკუპანტებიმავთულხლართებს ავლებენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია.