Header Ads

პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის...

პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის...

კინო სკოლაში



პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურა, რომელშიც 350 კინოსკოლელისგან შემდგარი 50 გუნდი ჩაერთო.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაჯილდოვდნენ შემდეგ კონკურსებში გამარჯვებული კინოსკოლელები: საუკეთესო კინოაფიშის შექმნა, ფოტოკონკურსი, დღის კითხვა, საუკეთესო კინოკლუბის პროფილი.


„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეხუთე წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს. „კინო სკოლაში“ ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში. პროექტში უკვე ჩაერთო 800 სკოლა და შედგა 9800 კინოჩვენება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.