Header Ads

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო...

ანა დოლიძე

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა. იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ჯანეზაშვილის პოზიცია და საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ დააყენეს. საბოლოოდ, საკითხი ისევ ღიად რჩება და ჯერ კიდევ გაუგებარია, გამოიტანს თუ არა ჯანეზაშვილი ამ ინიციატივას მომდევნო სხდომაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამ ინიციატივის გადადების მომხრეა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკითხს მეტი მომზადება სჭირდება. ანა დოლიძე კი პირიქით, საკითხის გადადებას მხარს არ უჭერდა.

„ასეთი ოდიოზური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც კი არ მოიპოვება. ვლადიმერ ჟირინოვსკოს ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის საბჭოში გაქვთ თქვენ. საინტერესო არ ხართ’,- მიმართა ანა დოლიძემ მეთოფიშვილს.

მეთოფიშვილმა კი განაცხადა, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „პოლიტიკის შეყვანა’ მოახერხა.

„კრიტერიუმების გარეშე ამ დარბაზში თქვენი შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დოლიძის საპასუხოდ მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენას ეხება, ის რამდენიმე პუნქტიანია. მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს

მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა. იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ჯანეზაშვილის პოზიცია და საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ დააყენეს. საბოლოოდ, საკითხი ისევ ღიად რჩება და ჯერ კიდევ გაუგებარია, გამოიტანს თუ არა ჯანეზაშვილი ამ ინიციატივას მომდევნო სხდომაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამ ინიციატივის გადადების მომხრეა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკითხს მეტი მომზადება სჭირდება. ანა დოლიძე კი პირიქით, საკითხის გადადებას მხარს არ უჭერდა.

„ასეთი ოდიოზური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც კი არ მოიპოვება. ვლადიმერ ჟირინოვსკოს ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის საბჭოში გაქვთ თქვენ. საინტერესო არ ხართ”,- მიმართა ანა დოლიძემ მეთოფიშვილს.

მეთოფიშვილმა კი განაცხადა, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „პოლიტიკის შეყვანა” მოახერხა.

„კრიტერიუმების გარეშე ამ დარბაზში თქვენი შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დოლიძის საპასუხოდ მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენას ეხება, ის რამდენიმე პუნქტიანია. მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს

მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.