Header Ads

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი...

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი...


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ,  მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უნდა იყოს კომპეტენტური და ერთგული კადრი.


“კანდიდატს, რომელსაც წარვადგენთ, დამერწმუნეთ, რომ ექნება ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა პარლამენტის წევრისათვის. იყოს კომპეტენტური და იყოს თავის სამშობლოს ერთგული და რაიონის ერთგული. მე მგონია, რომ მთაწმინდელი თუ იქნება, უკეთესია.-განაცხადა გია ვოლსკიმ.


გიორგი ვოლსკიმ ჯაბა ჯიშკარიანის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.


“საკმაოდ კარგი, კომპეტენტური, წესიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჩემს პირად მის მიმართ დამოკიდებულებაზე ნამდვილად არ არის კორელაციაში,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.