შვეიცარიაში ავტობუსის ავტოავარიას...
შვეიცარიაში ავტობუსის ავტოავარიას...

შვეიცარიაში ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის პოლიცია ავრცელებს.
ავტობუსი საერთაშორისო მარშრუტს ასრულებდა და ქალაქ გენუადან გერმანიაში, დიუსელდორფში მიდიოდა. ავტობუსში 16-დან 77 წლამდე 50 მგზავრი იყო. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
დაშავებულებიდან 23 მგზავრი საავადმყოფოში მკურნალობს, 22-მა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო და ისინი სახლში გაწერეს.
