Header Ads

„მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟეების კასკადს...

„მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟეების კასკადს...

გია ხუხაშვილი
“ნაციონალური მოძრაობის“ შემკვრელი ძალა არისსააკაშვილისადმი რწმენა, სარწმუნოებაში გადასული”

ილუზია იმას, რომ ან გრიგოლ ვაშაძე ან ვინმე სხვა “გაქაჩავს” ლიდერობას არავის აქვს – ასე გამოეხმაურაპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში მიხეილ სააკაშვილის ფაქტრს “ნაციონალურმოძრაობაში”.

“სააკაშვილის ავტორიტეტზე სკეპტიკური წარმოდგენა მაქვს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალურიმოძრაობის“ შემკვრელი ძალა არის რწმენა სააკაშვილის მიმართ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი დაგარკვეულწილად ეს სარწმუნოებაშია გადასული. მიუხედავად იმისა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობას შესაძლებელია სერიოზული პრეტენზიები ქონდეს, სააკაშვილი არის შემკვრელი ამ ყველაფრის. ილუზია იმას, რომ ან გრიგოლ ვაშაძე ან ვინმე სხვა „გაქაჩავს“ ლიდერობას არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომსიგიჟეების კასკადს აფრქვევს სააკაშვილი, მოცემულობა ასეთია, რომ ის არის უპირობო ლიდერი. ეს ხერხემალიეყრდნობა უფრო ირაციონალურ პარამეტრებს და რაციონში არ გადადის. მის ლიდერობას მაინც ყველა აღიარებს” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.