Header Ads

დღეს განსხვავებული აზრი არ იდევნება, თუმცა,...

დღეს განსხვავებული აზრი არ იდევნება, თუმცა,...


ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გუშინ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„დღეს რთულია ისაუბრო შეზღუდვაზე საქართველოში, როდესაც 2012 წლის შემდეგ განსხვავებული მიდგომებია ამ მიმართულებით. დღეს საქართველოში არ იდევნებიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები. არც გუშინ არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, უბრალოდ, მათ სურვილი ჰქონდათ შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები, რომ დაემძიმებინათ ინაგურაციის დღეს სურათი. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, იმ საქციელისთვის, რაც მათ გამოაჩინეს და აჩვენეს სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ სრულიად საქართველოს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და პოლიციის მუნდირს, რომ პასუხი არ უნდა აგონ. აუცილებლად, უნდა იყოს გამოვლენილი ყველა ის ადამიანი და პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.