Header Ads

თემქაზე მოკლული გოგოს საქმეში...

თემქაზე მოკლული გოგოს საქმეში...

მკვლელობა



თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ინფორმაციას სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.


ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის გამართლებას ითხოვს. მას საქალაქო სასამართლომ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 


2018 წლის 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს. 14 ნოემბერს გრიგალაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.