Header Ads

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით...

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით...

ირაკლი კობახიძე



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.


პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთისსენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება.


დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.


ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.


ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.


პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.


საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.


საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, ირაკლი აბუსერიძე, დავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, პაარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.