მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას უნდა...

სამედიცინო ცენტრ მრჩეველის ექიმი, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში მიმართვას აკეთებს და ქვეყანაში გრიპის ვირუსის ირგვლივ განვითარებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.
მეგობრებო, ყურადღებით უსმინეთ ამ ინფორმაციას და პროფესორ ნეუმივაკინს კი არა, ნურავის ჩაატარებინებთ თქვენს თავზე ექსპერიმენტებს! ნახეთ რა პროცესი უნდა გაიაროს ნივთიერებამ რათა გახდეს წამალი და შეეშვით კაგოცელ-შმაგოცელ-ოქსოლინ-შმოქსოლინ და რაღაც ნაგავი სუბსტანციების გამოყენებას, რომელთა ეფექტურობა სანდო კლინიკური კვლევებით არ არის დამტკიცებული!ხომ ამბობთ რომ ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებენო და კი, გეთანხმებით, ატარებენ – თქვენი მეზობელი ლამარა დეიდები და ნეუმივაკინები ატარებენ, არაკეთილსინდისიერი ფსევდო-ექიმები ატარებენ, ჰომეოპათები და სახალხო მკურნალები ატარებენ, როცა გირჩევენ ათასი არასანდო, ამ პროცეს არ-გამოვლილ სუბსტანციას სხვადასხვა დროს და თქვენც მათ უჯერებთ.უსმინეთ რას ნიშნავს ეს ავადსახსენებელი "კვლევები" და გაუზიარეთ სხვებსაც, ესაა ერთადერთი რამ რასაც ექიმები ვენდობით და რაც მოფიქრებულია მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თორემ მედიცინა რომ თქვენი მტერი იყოს, მერწმუნეთ ეს პროცესები უბრალოდ გაქრებოდა და თქვენზე ექსპერიმენტების ჩატარებაც უფრო იაფი და მარტივი იქნებოდა – როგორც ხდებოდა ნაცისტურ გერმანიაში, საბჭოთა კავშირში და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში 🙂 ჯანმრთელობას გისურვებთ.
Publiée par Jaba Zarkua sur Samedi 12 janvier 2019
წყარო: marshalpress.ge
