ქართული ოცნება: დიდი ტრაგედია დაატყდა ჩვენს...
ქართული ოცნება: დიდი ტრაგედია დაატყდა ჩვენს...
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების გამო.
„დიდი ტრაგედია დაატყდა ჩვენს ქალაქს, 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბუნებრივი აირის გაჟონვას. ფრაქციის წევრები ვუსამძიმრებთ თითოეული მათგანის ოჯახსა და ახლობლებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება,“ ნათქვამია ფრაქციის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.