„ყველას დაგვაკლდება, ვისაც ერთხელ მაინც...
„ყველას დაგვაკლდება, ვისაც ერთხელ მაინც...
(რეზონანსი) ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“ყველას ვუსამძიმრებ ჯაკოს გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ… ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა, ძალიან… ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს ტვ პირველიდან ამ უდიდესს ადამიანურ და პროფესიულ დანაკლისს.”- წერს ნიკა გვარამია.
ლევან ჩხაიძეს ჟურნალისტურ წრეში “ჯაკოს” მეტსახელით იცნობდნენ.
