Instagram-ი უკანონო ქმედებებში ამხილეს

Instagram-ი კვლავ ყიდის სარეკლამო ადგილს ბიზნესზე, რომელიც სოცქსელს შეუსაბამო, არასასიამოვნო (Spam) შეტყობინებებისგან აბინძურებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
ირკვევა, რომ სერვისი Instagram-ის მომხმარებლებს ყალბი მოწონებებისა და გამომწერების ოდენობის გაზრდის პირობით მომსახურებაში ფულს ახდევინებს.
Instagram-მა ბიზნესი, რომელიც ამ სერვისს სთავაზობდა მომხმარებელს, 2018 წლის ნოემბერში დაბლოკა.
როგორც TechCrunch-მა გამოძიებით გაარკვია, Instagram-ზე არსებობს 17 კომპანია, რომელიც არატრადიციული გზით, მოწონებებისა და გამომწერების ოდენობის გასაზრდელად მომხმარებელს ფულს ახდევინებს.
2018 წლის ნოემბერში Instagram-მა გაასაჯაროვა ინიციატივა და პირობა დადო, რომ ყალბ მოწონებებსა და კომენტარებს გამოავლენდა.
2010 წლიდან, მას შემდეგ რაც აპლიკაცია ბაზარზე გამოჩნდა, არაკანონიერი გზებით გამომწერთა აუდიტორიის ხელოვნურად ზრდა პრობლემურ საკითხად იქცა.
Instagram-ი 2012 წელს Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა, რის შემდეგაც ფოტოების გაზიარების პლატფორმამ ზრდა განაგრძო. დღევანდელი მონაცემებით მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.
2018 წლის სექტემბერში, Instagram-ის დამფუძნებლებმა კომპანია დატოვეს.

