5 რომანტიკული იდეა, რომელიც მამაკაცს მოეწონება

თუ გინდა, განიცადო ბევრი ჯადოსნური მომენტი საყვარელ ადამიანთან ერთად, უნდა მოიფიქრო ისეთი რამ, რაც არა მარტო შენ, არამედ შენს პარტნიორსაც მოეწონება. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ რომელიც მამაკაცებს და ქალებს ერთნაირად მოსწონთ.
1. მოაწყვე სპონტანური ცეკვები
სანამ სახლის საქმეებით ხართ დაკავებული, ჩართე მუსიკა, რომელიც ორივეს მოგწონთ და დაიწყე ცეკვა. გამოიცეკვე ისიც... არ გაგიკვირდეს, თუ სამზარეულოში შესრულებული „ლამბადა“ ჩახუტებით და რომანტიკული კოცნით დასრულდება...
2. დაწერე მოკლე ეროტიკული წერილი და დაუტოვე მოულოდნელ ადგილას
ასეთი წერილი სტიკერით შეგიძლია ისეთ ადგილას მიაკრა, სადაც სულ არ ელოდება. მაგალითად, აბაზანის
სარკეზე, მაცივარში ან მანქანაში...
3. თუ შენი საყვარელი მამაკაცი ვიდეო თამაშებს დიდხანს თამაშობს, აუცილებლად შეუერთდი მას!
4. ითამაშეთ ასეთი თამაში: რიგრიგობით დაასახელეთ საგნები, რომლებიც სახლში გაქვთ და მოიფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება მათი საწოლში გამოყენება. ეს ძალიან სახალისოა.
5. თამაშები სხვადასხვა სცენარით
ძალიან კარგი იქნება, თუ საძინებელში პატარა სცენარების მიხედვით, სხვადასხვა პერსონაჟებს განასახიერებთ. გაშალეთ ფანტაზია.
