ლია გიგაური: სკოლებში იმაზე მეტი ადგილია ვიდრე მოსწავლეების რაოდენობა

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია სამ ეტაპად წარიმართება. 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპი დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება 8 ივნისის ჩათვლით. მესამე ეტაპი მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. სწავლა დაიწყება 17 სექტემბერს და შესაბამისად, პირველ კლასში, სექტემბერში დაბადებული ბავშვებიც შევლენ.
'მაესტროს' ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგიტრაციის, სკოლაში დოკუმენტების წარდგენის ვადებსა და დეტალებზე ილაპარაკა.
გიგაურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სკოლაში ადგილები არ ჰყოფნით ბავშვებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
'მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ სკოლებში გარდა იმისა, რომ ჰყოფნით ბავშვებს ადგილები, არამედ ბევრად მეტი ადგილია. საქართველოს მასშტაბით არის 70 ათასზე მეტი ადგილი, მაშინ რომცა სკოლებში 55 ათასს პირველკლასელს ველოდებით. თბილისში პირველკლასელებისთვის 17 ათასზე მეტი ადგილია გამოყოფილი იმ ფონზე, როცა 3 ათასით ნაკლები მოსწვლეა რეგისტრირებული',- განაცხადა ლია გიგაურმა.
სრულად
