Header Ads

iOS-ის ახალმა ვერსიამ დაბლოკა იმ iPhone 8-ის ეკრანები, რომლებიც Apple-ის ოფიციალურ სერვისებში არ გამოცვალეს

მობილური ოპერაციული სისტემის iOS 11.3-ის ბოლო განახლება შეუთავსებელი აღმოჩნდა iPhone 8-ის იმ ეკრანებისათვის, რომლებიც Apple-ის ოფიციალურ სერვისებში არ გამოცვალეს. ამის შესახებ ერთ-ერთი გარე სერვისის Injured Gadgets-ის გენერალურმა დირექტორმა ააქშაი კრიპალანიმ განაცხადა, - წერს Vice-ი.

კრიპალანის თქმით, მათ უკვე 2 ათასამდე მოწყობილობა დაიბრუნეს, რადგან ეკრანის გამოცვლის შემდეგ ტელეფონი თითის შეხებაზე აღარ რეაგირებდა - ახალი iOS არ იღებდა სხვა ეკრანების touch-სენსორის ბრძანებას.

2017 წელს ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ მორიგი განახლების შემდეგ iPhone 7-ის მფლობელები, რომლებიც ეკრანებს არაოფიციალურ სერვისებში ცვლიდნენ. საჩივრების გაჩენიდან ერთ კვირაში Apple-მა შეცდომა გამოასწორა. 

როდესაც 2016 წელს მსგავსი პრობლემა წარმოიქმნა მოწყობილობებზე, რომლებზეც თითის ანაბეჭდის სკანერი გამოცვალეს, მომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ ამ ფორმით Apple-ი გარე სერვისებს ებრძოდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.