Header Ads

ცოლის დაჭრისთვის მსჯავრდებულს სააპელაციომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წლის 12 აპრილს ქალაქ თელავში მსჯავრდებულმა დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს მუცლისა და გულმკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა. ქალის გადარჩენა მოხერხდა.

მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაზე საქმე გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის ვადა 16 წლამდე გაუხანგრძლივა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.