აშშ-ის სენატში ცუკერბერგის მოსმენა დაიწყო
აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უმსხვილესი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მოსმენა დაიწყო. ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ცუკერბერგს კითხვებს უსვამენ 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების გაჟონვას.
Facebook-ის დამფუძნებელმა თავის გამოსვლაში უკვე დადო პირობა, რომ 20 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და გააკონტროლებს ძალადობრივი ხასიათის პოსტებს. ერთ-ერთმ სენატორმა მის დაპირებაში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ ცუკერბერგი ბოდიშს უკვე 14 წელია იხდის და ახლა ნდობის საფუძველი არ აქვს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი არამარტო Facebook-ს დააკარგინებს მომხმარებლების მნიშვნელოვან რაოდენობას, არამედ სოცქსელების რეგულირების სფეროში წესების გამკაცრებასაც გამოიწვევს.
გუშინ ცუკერბერგმა უკევ მისცა ჩვენება ამერიკის კონგრესს. თავის გამოსვლაში მან ბოდიში მოიხადა. ჩვენებაში დეტალურადაა გადმოცემული არამხოლოდ Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალი, არამედ ამერიკულ არჩევნებში შესაძლო რუსულ ჩარევასთან დაკავშირებული ისტორიაც.
ჩვენების მიცემის პროცესი სენატში ორი დღე გაგრძელდება.
სრულად
