აშშ-ში მაღაზიაში ავტომობილი შევარდა. ვიდეო
აშშ-ში, ოჰაოიში 31 წლის კაცი, რომელიც Toyota Highlander-ს მართავდა, მაღაზიაში შევარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, - მას ფეხი აქვს მოტეხილი და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გირაოს სახით, კაცს $50 ათასის გადახდა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და მუხრუჭი და აქსელერატორი (ე.წ. 'გაზი') ერთმანეთში აერია.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, როგორ შევარდა ავტომობილი მაღაზიაში ღამის 04:10 საათზე.
სრულად
