Header Ads

თუკი ქალი ამ 6 რაღაცას აკეთებს ესეიგი ის ძალიან უგემოვნოა!





ამბობენ, გემოვნების გრძნობა თანდაყოლილი თვისებააო, თუმცა სამწუხაროდ, ამ მხრივ ყველას არ უმართლებს და თავისი უგემოვნობის გამო, არაერთ უსიამოვნო სიტუაციაშიც აღმოჩნდება ხოლმე.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გემოვნებით ჩაცმისთვის, სულაც არ არის სავალდებულო, ადამიანს საბანკო ანგარიშებზე მილიონები ერიცხებოდეს!..
მოკლედ, თუკი გაინტერესებთ, როგორია უგემოვნოდ ჩაცმული ქალის დამახასიათებელი ნიშნები, ყველაფერს ახლავე დეტალურად მოგახსენებთ:
ფიგურასთან შეუფერებელი ტანსაცმელი - მოტკეცილი და მოკლე სამოსი ჭარბწონიან ქალზე შემზარავ ეფექტს ახდენს.

ყურადსაღებია ისიც, რომ ფართე მხრების მქონე ქალმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვას მოღებული მაისურები, ვიწრო წელის მქონეს კი არ მოუხდება ფართე სამოსი.

ფერების არასწორად შეხამება - იასამნისფერი, ცისფერი, სტაფილოსფერი და ღია ყვითელი ფერები, თანაც, ერთდროულად, უგემოვნობის აპოგეად სახელდება.
საერთოდ, ტანსაცმლის ფერების მიხედვით შეხამება, დიდი ხელოვნებაა, რაც ბევრს არ გამოსდის. ამდენად, აუცილებელია ძალიან დიდი სიფრთხილის გამოვლენა.
ცისარტყელა - მართალია, ნათელი ფერები მოდაშია, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანის სამოსში სამ ფერზე მეტი არ უნდა შედიოდეს. მოქმედება პრინციპით - ''რაც უფრო ნათელია, მით უკეთესია'', აშკარად გემოვნების არქონაზე მიუთითებს.

შეუფერებელი ზომის სამოსი - მოკრძალებული ზომების მქონე ქალი, რომელიც დიდი ზომის სამოსს არჩევს, ან პირიქით - მაღალი ქალი, რომელიც მოკლე ტანსაცმლით ცდილობს გამოპრანჭვას, მხოლოდ და მხოლოდ მის უგემოვნობაზე მეტყველებს.
თუკი ძლიერად გახდით ან სამწუხაროდ, გასუქდით, გარდერობი აუცილებლად უნდა გადაახარისხოთ.

გამომზეურებული თეთრეული - ბიუსტჰალტერის ან ტრუსების გამოჩენა, რაც არ უნდა ლამაზი და ძვირფასი იყოს ნებისმიერი მათგანი, ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა. ამდენად, ქალი, რომელიც გემოვნებით გამოირჩევა, თეთრეულს არასოდეს გამოაჩენს.

სუპერმოკლე კაბები
- ასეთი კაბების ჩაცმა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ზღვაზე დასვენების დროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ოფისში ან ქუჩაში. იმის მიუხედავადაც კი, თუკი მომხიბვლელი ფიგურა ქალს მოკლე კაბების ჩაცმის საშუალებას აძლევს, ამით გატაცება მაინც არასწორია, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ჩაცმულობა გემოვნების მანიშნებელი არასოდეს ყოფილა.

ერთი ფერის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები -
წითელი კაბა, წითელი ფეხსაცმელები და წითელი ხელჩანთა - ქალის ასეთი იერი მის საშინელ უგემოვნობას უსვამს ხაზს და თურმე, ყველაზე გავრცელებული სწორედ ამგვარი ჩაცმულობა ყოფილა. გახსოვდეთ, ერთი და იმავე ფერის ფეხსაცმელები და ხელჩანთა - ორი საუკუნის წინანდელი გადმონაშთია.

ნახატები - უჯრედებიანი კაბა, ვეფხვისებური ზოლები და გემოტრიული ნახატები - ასეთი არჩევანი, როგორც მინიმუმ, ძალიან დიდი შეცდომაა.
ერთდროულად რამდენიმე სამკაულის დაბნევა - სამკაულებით სავსე კოლოფის მხოლოდ იმიტომ ამოცლა, რომ ყველაფერი ერთდროულად დაიბნიოთ, ძალიან ცუდი ტონი ყოფილა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გემოვნებიან ქალს მაქსიმუმ სამი სახის სამკაული უნდა ამშვენებდეს. თუ მეტია - ასეთ შემთხვევაში, გემოვნება აუცილებლად ეჭვქვეშ დადგება.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.