“ეს არის მკვლელი გზა!” – რატომ ხდება ძალიან ბევრი ავარია ქუთაისისავტობანზე

სახიფათო შავი წერტილი ავტობანზე – ქუთაისი -სამტრედიის შემოვლით გზას, მოკლე პერიოდში, რამდენიმე ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა უკავშირდება.
დაუსრულებელი ავტობანი, არასრული ნახაზები, გამყოფი ჯებირების არარსებობა და ავტობანი, სადაც შინაური ცხოველებიც გადაადგილდებიან – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელსაც საგზაო უსაფრთხოების საკითხეზე მომუშავე ექპერტები გახშირებული ავტოავარიების მიზეზებად ასახელებენ.
” ავტობანი გახსნილია ნაადრევად, მოუწესრიგებელია განათება, ავტობანი, სადაც შინაური ცხოველები მოძრაობენ , ავტობანად არ შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით სახიფათოა გზის მონაკვეთი, სადაც ავტობანი ძალიან ვიწროვდება, არსებობს შესაბამისი საგზაო ნიშნები, მაგრამ ინფრასტრუქტურამ უნდა აიძულოს მძღოლი შეანელოს სიჩქარე, უნდა მოეწყოს სიჩქარის შემანელებლები, დამონტაჟდეს რადარები და მხოლოდ მძღოლის კულტურაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საგზაო უსაფრთხოება,”– ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.
ავტობანის სახიფათო მონაკვეთის პრობლემებზე მძღოლები სოციალურ ქსელშიც ხშირად საუბრობენ.
”მოულოდნელად აღმოვჩნდი საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და უკუსვლით , ავარიული ციმციმებით დავბრუნდი ჩემს ზოლში”, ” დახაზულია მაგრამ არსად განათება არაა, ”- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
“ეს გზა არის მკვლელი გზა! არ შეიძლება ავტობანი იყოს ორზოლიანი. ის ოთხზოლიანი უნდა იყოს! ამას რომ ვეუბნები ხელისუფლების წარმოამდგენლებს, ჯერ სხვა გზები გვაქვს გასაკეთებელიო. ჰოდა, ვუყუროთ მაშინ როგორ იხოცება ხალხი!”- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. განაგრძეთ კითხვა
