Header Ads

პრიორიტეტული საქმეების სია და სხვა ჩვევები სამუშაოს ეფექტურადშესასრულებლად


სექტემბერი ის დროა, როდესაც ღრუბლებიდან მიწაზე მყარად დაშვება გვიწევს: ალბათ, აღარც გახსოვს, რამდენი დრო გაატარე ძილში, საყვარელი გადაცემების ყურებაში, პლაჟზე კოტრიალში… გართობის იდილია მარტივი ჭეშმარიტების გააზრებით ირღვევა: დროა, სამსახურში გახვიდე. ეს ცვლილება, რაღათქმაუნდა, არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა შენც იცი, რომ გარდაუვალია. 10 გზას გთავაზობთ, როგორ დაუბრუნდე ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს ისე, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო და საქმის კეთება სიამოვნებით გააგრძელო.

10. დაალაგე სამუშაო კუთხე
მოემზადე იმისათვის, რომ სამუშაო მაგიდაზე უამრავი გაუხსნელი კონვერტი, ფაილი და სხვა საოფისე ინვენტარი დაგხვდება. თუმცა, მათ ნუ დააიგნორებ: დაუთმე დრო და მოაწესრიგე — დახარისხების პროცესს რაც უფრო გადაავადებ, უწესრიგო გარემოში მუშაობა მით უფრო მეტხანს მოგიწევს, ეს კი, გვერწმუნე, ქვეცნობიერად საკმაოდ დამღლელია.

9. გააუქმე მობილურის და ელექტრონული ფოსტის ავტომატური მოპასუხეები
სანამ სამუშაოში ჩაეფლობი, ავტომატური შეტყობინებები გააუქმე. ეს საქმე ძნელი ნამდვილად არ არის, ამიტომაც ნუ გადადებ და დღესვე მოაგვარე!

8. გადახედე კალენდარს
რამდენადაც შვებულების პერიოდში ყოველდღიურობას მოწყვეტილი იყავი, სრულიად შესაძლებელია, ყველაფერი არ გახსოვდეს. ამიტომაც, მომდევნო 3-4 დღის გრაფიკი შეისწავლე — რა მნიშვნელოვანი მოვლენები გაქვს ჩანიშნული, იმისათვის, რომ გული არ გაგისკდეს, 1 საათით ადრე კლიენტთან შეხვედრის ან მოხსენების ბოლო ვადის შესახებ რომ გაგახსენდება.

7. ნუ წაიკითხავ ელექტრონულ ფოსტას ქრონოლოგიური მიმდევრობით
დაახარისხე წერილები მნიშვნელობის მიხედვით. კითხვა კი იმ წერილით დაიწყე, რომელიც ყველაზე სასწრაფოა. ამ ხერხის იდეა ის არის, რომ ფოკუსერდები შენ სამსახურში არყოფნის დროს რა მოხდა და არა როდის მოხდა. თანაც, სწრაფად გადახედავ და წაშლი ვადაგასულ შეთავაზებებს, განახლებებს და სხვა ავტომატურ შეტყობინებებს.

6. შეადგინე პრიორიტეტული საქმეების სია
მას შემდეგ, რაც წერილებს, შეტყობინებებს და სხვა საჭირო სიახლეებს გაეცნობი, გააანალიზებ, რა დაგრჩენია გასაკეთებელი შვებულებაში გასვლისას. საქმის კეთება იმ საკითხით დაიწყე, რომელიც ყველაზე სასწრაფო/მნიშვნელოვანია და არა იმით, რაც პირველად გაგახსენდება. გაიაზრე, რომელია 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც დროულად დასასრულებელი გაქვს და მუშაობას შეუდექი.

5. ნუ მიედ-მოედები ერთდროულად ბევრ საქმეს
დროის მოგების თვალსაზრისით, 3 პროექტს ერთდროულად ნუ შეეჭიდები. ამ შემთხვევაში ეფექტიანი ნამდვილად არ იქნები: ერთადერთი, რასაც მიაღწევ, ისაა, რომ დაიბნევი და სტრესულ სამუშაო გარემოს შეიქმნი. პირიქით — ჯობს, ფოკუსირება ერთ კონკრეტულ საქმეზე მოახდინო. ამ გზით უფრო ოპერატიულად იმოქმედებ, თანაც შვებულების რელაქსაციაც დიდხანს გაგყვება.

4. მოიშორე ყველაფერი, რაც ხელს გიშლის
თუ გსურს, საქმეს სერიოზულად შეუდგე, გამორთე/გადადე ყველაფერი, რამაც შესაძლოა, მუშაობისას შენი ყურადღება გაფანტოს: ცოტა ხნით ხმა გაუთიშე მობილურს, გამოდი სოციალური მედიის ანგარიშებიდან, დახურე კომპიუტერში გახსნილი ის პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში არ გჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ყურადღებას ყოველ 5 წუთში რომელიმე ახალი შეტყობინება მიიპყრობს.

3. შეადგინე გეგმები, რომლებიც შენთვის სასიამოვნო მოქმედებებს მოიცავს
შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება იმას არ ნიშნავს, რომ უფლება არ გაქვს, საკუთარი თავი ასიამოვნო. მარტივი მომენტებით ცხოვრების გალამაზება სავსებით შესაძლებელია! მაგალითად, თუ ლანჩზე მეგობრებთან ერთად გახვალ ხოლმე, მთლიანი კვირა ნაკლებად სასატიკი მოგეჩვენება :) ან, უბრალოდ, შესვენებაზე ადგილობრივ კაფეში სადილობისას, შეგიძლია გემრიელი სასმელი მიირთვა, ტრანსპორტით მგზავრობა კი — პლანშეტში ან ტელეფონში წინასწარ გადმოწერილი საინტერესო წიგნებით და გადაცემებით გაიხალისო.

2. დროულად დატოვე ოფისი
კარგი იდეა ნამდვილად არ იქნება, შვებულებიდან სამსახურში გასვლისთანავე ღამეების თენებას თუ დაიწყებ. გმირის როლის თამაში საჭირო არ არის! თუ საქმეში ისე ხარ ჩაფლული, რომ დრო შეუმჩნევლად გადის, მაღვიძარა დააყენე, რომელიც მიგანიშნებს, რომ სახლისკენ გზა დროულად გააგნო.

1. მიეცი საკუთარ თავს პაუზის უფლება
შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებისას, ფსიქოლოგიურად გარდამავალ პერიდოში იმყოფები. ამიტომ, სამარცხვინო სულაც არ არის, ჩვეულ რიტმში თუ ვერ მუშაობ, ეს სავსებით ნორმალურია. დამშვიდდი, დაფიქრდი და საქმეს წყნარად შეუდექი — დაგვიჯერე, ფორმაში იმაზე მალე ჩადგები, ვიდრე ამის გააზრებას შეძლებ!
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.