საკუთარი შეცდომების აღიარება და წარმატებული ადამიანების სხვა ჩვევები

თუ გსურს, მოკლე დროში ქარიზმატული პიროვნება გახდე, ყველაზე წარმატებული და სამაგალითო ადამიანების ხასიათის შტრიხები შეისწავლე!
ცოტას გაუმართლა, ბუნებრივი ქარიზმით დაბადებულიყო და ოთახში შესვლისთანავე, იქ მყოფი საზოგადოების თბილი მისალმებები გამოეწვია. რჩევების ავტორი აღნიშნავს, რომ თინეიჯერობის ბოლო წლებში, ასეთი ადამიანების კატეგორიას სულაც არ მიეკუთვნებოდა, თუმცა, ყოველთვის აკვირდებოდა, ხალხი ქარიზმატული პიროვნებებისკენ როგორ მიილტვოდა და ცდილობდა, მათი წარმატების საიდუმლო შეესწავლა. გთავაზობთ ამ დაკვირვებების შედეგად გამოტანილ დასკვნებს, რომლებიც თქვენი პიროვნების დასახვეწად გამოგადგებათ.
როგორც წესი, ქარიზმატული პიროვნებები:
ცხოვრების სწორი გზა
ალბათ, შენიშნე, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება კარგ ადამიანს ეკუთვნის: ის სხვებისთვისაც კეთილის მსურველია, არ სჭირდება „ტაქტიკებით და ხრიკებით“ მოქმედება, უბრალოდ ცხოვრების სწორ გზას გვთავაზობს. როდესაც ამ თვისებების საკუთარ ცხოვრებაში დანერგვას დაიწყებ, შენ პიროვნებაში საგრძნობელ ცვლილებებს შენიშნავ.
ჩვევების რეალურ ცხოვრებაში დანერგვა
შესამჩნევ ცვლილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევ, როდესაც საკუთარ ქცევებში, დროთა განმავლობაში, განუწყვეტლივ მცირე შესწორებებს შეიტან. ავტორის პირადი გამოცდილებით, სასურველია, საწყის ეტაპზე 1-2 თვისებაზე ფოკუსირდე და ყურადღება ყოველდღიურად მათზე გაამახვილო, სანამ ისინი ბუნებრივ ჩვევებად არ გექცევა; შემდეგ კი — სხვებზე გადახვიდე. თუმცა, ამ თვისებების გასათავისებელი მოკლე გზა არ არსებობს: ეს, შენი მხრიდან, მართლაც დაუღალავ შრომას და კონცენტრირებას მოითხოვს.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება
თუ ამ საკითხებმა მართლაც დაგაინტერესა, 1-2 კარგ წიგნსაც გირჩევთ: გადაიკითხე დეილ კარნეგის „როგორ შევიძინოთ მეგობრები და გავლენა მოვახდინოთ ადამიანებზე“ (How to Win Friends and Influence People by Dale Carnegie) და ალ სუიცლერის, ჯოზეფ გრენის, კერი პატერსონის და რონ მაკმილანის „გადამწყვეტი დიალოგები“ (Crucial Conversations by Al Switzler, Joseph Grenny, Kerry Patterson, and Ron McMillan).