ონლაინ სესხებიდან თაღლითურად მითვისებული 11 000 ლარი- ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს - www.saintereso.tk

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებისათვის ბრალდებულ ორ პირს დანაშაულთა ერთობლიობით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (4 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (7 ეპიზოდი). ასევე თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (10 ეპიზოდი).
ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია თაღლითურად 11 000 ლარის დაუფლების ფაქტი.
