მინისტრი: ეფექტური მუშაობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს დაირაკლი კობახიძეს - www.saintereso.tk

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნას და კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ვიქტორ დოლიძე: „ეფექტური მუშაობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს“
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას უზრუნველყოფს. მინისტრი ეფექტური მუშაობისთვის საკანონდებლო ორგანოს და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.
„ვფიქრობ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მივიღებთ კარგი კონსტიტუციას, ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც იქნება დაფუძნებული ძლიერ პარლამენტზე, დამოუკიდებელ მიუკერძოებელ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ისევე, როგორც ძლიერ და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. ეს არის ძალიან სერიოზული და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მით უმეტეს, იმ კონსტიტუციასთან შედარებით, რომელიც აქამდე გვქონდა. ეფექტური მუშაობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკანონდებლო დონეზე იყო ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ.
დღეს, ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა.
