Header Ads

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია საერთაშორისო კამპანიას ICAN გადაეცა -www.saintereso.tk


ნობელის 2017 წლის მშვიდობის პრემია ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიას ICAN გადაეცა.


ამის შესახებ განცხადება დღეს ოსლოში ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გააკეთა.

წელს ამ ჯილდოს პრეტენდენტი 318 კანდიდატი იყო. მათ შორის 215 – ფიზიკური პირი, ხოლო 103 – საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

მშვიდობის პრემია ერთ–ერთია იმ ხუთიდან, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შვედმა მეწარმემ და გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა დააწესა.

ნომებლის პრემიების ოდენობა 2017 წელს 9 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს (1 მილიონი აშშ დოლარი).
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.