Header Ads

'ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა ეგ იყო სრული შოკი... ემოციებით სავსე ვარ'...- www.saintereso.tk


მძიმე დაავადების შემდეგ სცენაზე მსხაიობ მარინა ჯანაშიას დაბრუნებას, ემოციურ პოსტს მარიტა ჯანაშია უძღვნის.


"ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ... ლაპარაკი და წერაც მიჭირს ემოციებისგან!

როცა პირველი სპექტაკლი მქონდა, მარინა იჯდა პარტერში და ჩემნაირად ნერვიულობდა, დღეს თითქოს მე ვუყურებდი მის პირველ ნაბიჯებს.

ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ პირველად დადგა სცენაზე.

არ ცოდნის შემთვევაში ვერასდროს, ვერასდროს ვერ მივხვდებოდი, რომ რაღაც ჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტ ოპერაციული ტკივილები.

ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით) ეგ იყო სრული შოკი!

მინდა ესე საჯაროდ მივულოცო და წარმატება ვუსურვოთ, 28 ოქტომბერს ისევ თამაშობენ".
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.