აკაკი ზოიძე: 2 გრამი MDMA არ შეიძლება დიდ ოდენობად ითვლებოდეს
ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული კანონპროექტით, რომელზეც დეპუტატები მუშაობენ, ეს დოზა განსაკუთრებით დიდ ოდენობად აღარ მიიჩნევა, თუმცა დოკუმენტის განხილვა გაურკვეველი დროით შეჩერებულია. მანამდე კი მსჯავრდებულის მეგობრები მის შეწყალებას პრეზიდენტს სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პეტიციაც მზადდება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, 2 გრამამდე MDMA-ი არ შეიძლება დიდ ოდენობად ითვლებოდეს.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
სრულად

