Header Ads

პესკოვი: პუტინის გადასაწყვეტია რა პასუხს გასცემს დასავლეთს

რუსეთი გმობს დასავლეთის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე. ამის შესახებ ynetnews-ი წერს.

ჯერ უცნობია კონკრეტულად რა ნაბიჯს გადადგამს ოფიციალური მოსკოვი დასავლეთის საპასუხოდ. ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია რა პასუხს გასცემს დასავლეთს. კრემლის პრესსპიკერმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში რაიმე წვლილი მიუძღვის. 

ვაშინგტონში, რუსი დიპლომატი ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამით კი აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ჩრდილი მიაყენა. 

ცოტა ხნის წინ 13 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო უკრაინამ

დღესვე, ტერეზა მეი შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპული ქვეყნების, მათ შორის უკრაინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას მიესალმა. დიდი ბრიტანეთის ბრემიერმინისტრმა განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გააკეთა

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც და განმარტა, რომ რუსი დაზვერვის ოფიცრების გაძევება ყველაზე მასშტაბურია რაც კი აქამდე ყოფილა

მანამდე აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევებას ნიკი ჰეილი გამოეხმაურა. მისი განმარტებით, თეთრი სახლის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ რუსეთის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება შედეგი. 

აშშ 60 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო 30 მარტს დაიხურება. 

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის გამო, რუსს დიპლომატებს ევროპის 14 ქვეყნიდან გააძევებენ. მათ შორის საფრანგეთიდან 4-ს, უკრაინიდან 13 რუს დიპლომატს, ჩეხეთიდან 3-ს, ლატვიიდან 1-ს, ლიტვიიდან 3-ს გააძევებენ. ამ ქვეყნების რიგებს შესაძლოა ესპანეთიც შეუერთდეს. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია სკრიპალის საქმის გამო 4 რუს დიპლომატს აძევებს. 4 რუს დიპლომატს ქვეყნიდან კანადაც გააძევებს.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.