Header Ads

სუსმა გურჯაანის მერიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები პასუხისგებაშიმისცა



სუსმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერს, რომლის მიხედვითაც „შპს მოხელეს“, ჯამში თითქმის 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო უნდა ჩაეტარებინა.
ზედამხედველობისთვის შეიქმნა სპეციალური კომისიაც, სწორედ ამ კომისიის წევრები არიან ბრალდებულები. აღმოჩნდა, რომ კომპანიამ 14 ათასი ლარით ნაკლები ღირებულების სამუშაო შეასრულა, თუმცა კომისიას ის სათანადოდ არ შეუსწავლია. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს გირაო შეუფარდა.

სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.