21 წლამდე ნაკრები დანიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავს. გია ცეცაძის მომზადებული გუნდი დანიის ნაკრებს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებს ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა. დანიის გუნდი კი 12 ქულით შესარჩევი ეტაპის ცხრილის ლიდერია.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს მხოლოდ გამარჯვება უტოვებს.
მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
სრულად
