Header Ads

გუდაურში დაშავებული რუსი ცოლ-ქმარი საავადმყოფოდან გაწერეს



ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გუდაურში დაშავებული კიდევ ორი პაციენტი გაწერეს. რუს ცოლ-ქმარს სხვადასხვა სახის დაზიანება ჰქონდათ მიღებული. მათ მკურნალობის კურსი ჩაუტარდათ, რის შემდეგაც კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა აღარ იყო.
საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაშავებულებიდან საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი განაგრძობს.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.
გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.