გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო აშშ-ის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, სირიაში ქიმიური შეტევის გამოსაძიებლად ახალი მექანიზმები უნდა შეიქმნას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რეზოლუციის მისაღებად, სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო, თუმცა მის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ მისცა, 7 ქვეყანა წინააღმდეგი აღმოჩნდა, ორმა ქვეყანამ კი, თავი შეიკავა გადაწყვეტილების დაფიქსირებისგან.
რეზოლუციის მიხედვით, აშშ ითხოვდა დამოუკიდებელი მისიის შექმნას, რომელიც 7 აპრილს ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა.
სრულად
