რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება

ადვილი შესაშინებელი არ ვარ და რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება განაცხადა სასჯელაღსრულების ყფოილმა მინისტრმა და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა ფარულ ცანაწერში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას:
“მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? არალოგიკურია ესჩემი გაჩუმება არავის გახსოვთ. არც იმ წლებში, როცა ვიყავი ექსპერტი, მე არ მახსოვს არასდროს, არც პირდაპირი და არც ირიბი მუქარა. არანაირი მუქარა მათ შორის მირზა სუბელიანისგან არ მახსოვს. კომუნიკაციაც კი არ ყოფილა ამა თუ იმ თემაზე მასთან განაცხადა კახიშვილმა.
დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო“, ნათქვამია ჩანაწერებში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
