Header Ads

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები სავარაუდოდ მაისში გაიმართება

ხულოს მერია

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება. კანონის მიხედვით, არჩეული მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს. კანონით დადგენილი წესით, რიგგარეშე არჩევნები მაისში ან ოქტომბერში ტარდება. 'აჭარის ტელევიზიის' ცნობით კი არჩევნები სავარაუდოდ მაისში ჩატარდება. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ თანამდებობები 17 ოქტომბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ხულოს მერის მოვალეობას  მერის პირველ მოადგილე ვახტანგ ბერიძე შეასრულებს, რომელიც მოადგილედ დანიშვნამდე ხულოს პოლიციის უფროსი იყო. 

droa.ge-ს ცნობით, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება. კანონის მიხედვით, არჩეული მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს. კანონით დადგენილი წესით, რიგგარეშე არჩევნები მაისში ან ოქტომბერში ტარდება. "აჭარის ტელევიზიის" ცნობით კი არჩევნები სავარაუდოდ მაისში ჩატარდება. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ თანამდებობები 17 ოქტომბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ხულოს მერის მოვალეობას  მერის პირველ მოადგილე ვახტანგ ბერიძე შეასრულებს, რომელიც მოადგილედ დანიშვნამდე ხულოს პოლიციის უფროსი იყო. 

droa.ge-ს ცნობით, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.