Header Ads

,,აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაცების ინტერესებშია- ბესელია

ეკა ბესელია

აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია ეს განცხადება, მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შეფასებისას გააკეთა, სადაც მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს.

ახალი სკანდალური ჩანაწერი, რომელიც გლდანის ციხეშია ჩაწერილი და რომელშიც დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც მონაწილეობს გუშინ გავრცელდა.

ბესელიას განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ქვეყანაში დაძაბული გარემოსა და არჩევნებისთვის არასასურველი კლიმატის შექმნას.

მისივე თქმით, აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, თუკი ხელისუფლების ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე მასალა ან ფაქტი არსებობს, მასალები საგამოძიებო უწყებას უნდა გადაეცეს და ქვეყანაში არსებულ კანონს  ყველამ პატივი უნდა სცეს.

„არ ვამბობთ, რომ რაიმე არ გამოვიძიოთ, არ გავარკვიოთ და რაღაც მივჩქმალოთ. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კანონს არ გადავაბიჯოთ და პატივი უნდა ვცეთ. მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობის დროს კერძო კომუნიკაციის წესი დავიცვათ, რომლის დარღვევაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ფაქტები არსებობს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადავცეთ და გამოძიება მოვითხოვოთ, თუმცა ქაოტური სურათია შექმნილი და აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. საზოგადოებას თავისუფალი გარემო თავისუფალი არჩევანისთვის სჭირდება”, – განაცხადა ბესელიამ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.